საერთო სასამართლოებში საქმეთა განაწილების ახალი სისტემის დანერგვა მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღით“ განხორციელებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს. განხორციელებულმა მონიტორინგის პროცესმა, საქმეთა განაწილების სისტემის მუშაობაში შემდეგი მნიშვნელოვანი გამოწვევები გამოავლინა:

  • ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე გამორიცხავს მთელი საქართველოს მასშტაბით საქმეთა ელექტრონული განაწილების დროს შემთხვევითობის პრინციპის დაცვას;
  • სასამართლოს თავმჯდომარე კვლავ ინარჩუნებს პრობლემურ უფლებამოსილებებს, მათ შორის, მორიგეობის დადგენის, მასში ცვლილების შეტანის და მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობის განსაზღვრის უფლებებს;
  • აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში მკვეთრად არის გაუარესებული საქმეთა განაწილების სისტემის მუშაობის თაობაზე საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტი. ვრცლად, იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

ვრცლად, იხილეთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

Fact_Sheet_საქმეთა_ელექტრონული_განაწილება_1591090150.pdf