წარმოდგენილი დოკუმენტი აფასებს საერთო სასამართლოებში საქმის განაწილების შესახებ ე.წ. „მესამე ტალღის“ ცვლილებებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მასში შესულ ცვლილებებსა და საქმეთა გადანაწილების წესის პილოტურ რეჟიმში მუშაობას. მიმოხილვა ასევე აფასებს 2017 წლის 31 დეკემბრიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სასამართლოებში საქმის განაწილების ახალი სისტემის ფუნქციონირებას.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ დოკუმენტში დღემდე შესული ცვლილებების ანალიზმა, ასევე წესის პილოტურ რეჟიმში მუშაობასა და ქვეყნის მასშტაბით ახალი პროგრამის ამოქმედებაზე დაკვირვებამ, გამოავლინა ქვემოთ მოცემული ძირითადი გამოწვევები:

  • არასისტემური და ფრაგმენტული ცვლილებების განხორციელება და საგამონაკლისო შემთხვევების გაზრდა;
  • საქმეების შემთხვევითი განაწილების პრინციპი უზრუნველყოფილი არ არის ყველა სასამართლოში;
  • სასამართლოს თავმჯდომარეებს შენარჩუნებული აქვთ ბუნდოვანი და პრობლემური უფლებამოსილებები;
  • საქმეთა განაწილების ელექტრონული პროგრამის შეფერხებისას საქმეები ნაწილდება ხარვეზიანი წესით.

გაეცანით დოკუმენტის სრულ ვერსიას⇓

ნახვა

გადმოწერა

საქმის_განაწილების_სისტემა_1521041369.pdf