საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების საფუძველზე, სასამართლო ხელისუფლებამ პირველად შეიმუშავა სასამართლო სისტემის ხუთწლიანი სტრატეგია და ორწლიანი სამოქმედო გეგმა. ხელისუფლების სამივე შტოს და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით, შესაძლებელი გახდა კონსენსუსზე დაფუძნებული გრძელვადიანი რეფორმის სტრატეგიის შექმნა, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების შედეგად სამომავლო რეფორმის მიმართულებების გამოკვეთა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად სათანადო ნაბიჯების დაგეგმვა. შესაბამისად, ამ დოკუმენტების დამტკიცება სასამართლო სისტემის რეფორმის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების თვალსაზრისით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა.


სასამართლოს მიმართ არსებული დაბალი საზოგადოებრივი ნდობის და სისტემური კრიტიკის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს სტრატეგიის შესრულების პროცესს რეალური ცვლილებების ნება და მზაობა ეჩვენებინა. თუმცა, სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესზე დაკვირვებამ გამოკვეთა, რომ სასამართლო ხელისუფლებისთვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არ არის პრიორიტეტული დოკუმენტი, მათი შესრულების პროცესი კი ფორმალურია და პრაქტიკულად, ყველა ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხი ამ დრომდე შეუსრულებელი რჩება.

სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა სრულად, იხ. მიმაგრებულ დოკუმენტში

ნახვა

გადმოწერა

Fact_Sheet_GEO_1552392264.pdf