Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა: 125

გამოცემის წელი: 2018

ISBN: 978-9941-8-0829-6

ნახვა

გადმოწერა

ჩრდილოვანიანგარიში_1545392947.pdf

ანგარიშში წარმოდგენილია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული, სასამართლო სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმ აქტივობების შესრულების შეფასება, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ყველაზე მწვავე და აქტუალურ საკითხებს ეხება: (1) იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა; (2) მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნა და სხვა საკადრო საკითხები; (3) მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმა; (4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და ინსტიტუციური მოწყობა; (5) სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა.

საერთო ჯამში, დოკუმენტში შეფასებულია პასუხისმგებელი უწყებების ერთწლიანი საქმიანობა და გეგმით გათვალისწინებული 100-მდე აქტივობის შესრულების საკითხი. მონიტორინგის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გამოვლინდა:

  • სამოქმედო გეგმით გაწერილი ამოცანები და სტრატეგიული პროგრამები დიდწილად პასუხობს დღეს სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს. თუმცა, სამოქმედო გეგმა არ ითვალისწინებს რამდენიმე არსებით და საკვანძო საკითხს;
  • სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების საორგანიზაციო წესი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დოკუმენტების დამტკიცებიდან დაახლოებით 5 თვის შემდგომ განსაზღვრა. წესი არაერთ ხარვეზიან და პრობლემურ დებულებას შეიცავს;
  • დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებზე დასწრება მხოლოდ კენჭისყრის საფუძველზე შეუძლიათ;
  • სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების საორგანიზაციო წესის დამტკიცებიდან, ერთი წლის განმავლობაში, სამუშაო ჯგუფებმა ჯამში, მხოლოდ 11 სამუშაო შეხვედრა გამართეს;
  • სამუშაო ჯგუფების არაეფექტიანი მუშაობის შედეგად, არაერთხელ შეიცვალა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშების მომზადების ვადა;
  • მონიტორინგის პერიოდში შესწავლილი აქტივობების 53% შეუსრულებელია, 20% - ნაწილობრივ შესრულებული, ხოლო 26% - შესრულებული. ერთ აქტივობას შესაბამისი სტატუსი ვერ მიენიჭა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საზოგადოებისთვის წარდგენილი ერთწლიანი პროგრესის ანგარიში მეტწილად ტექნიკური ხასიათისაა და არ შეიცავს სრულყოფილ ინფორმაციას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, შესრულებულად მიჩნეული აქტივობების დიდი ნაწილის განხორციელების პროცესში ბუნდოვანია თავად პასუხისმგებელი უწყების – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი.

ნახვა

გადმოწერა

ჩრდილოვანიანგარიში_1545392947.pdf