ავტორი: გევინ სლეიდი

მთარგმნელი: ნინო კარანაძე

წინამდებარე სტატია მიმოიხილავს პოსტსაბჭოთა საქართველოში მკაცრი სადამსჯელო მექანიზმების გამოყენებით სახელმწიფოს მშენებლობის გზას. სტატიაში, საქართველოს მაგალითზე, საუბარია იმაზე, თუ როგორ ახერხებენ სუსტი სახელმწიფოები გამოიყენონ სასჯელი, როგორც ალტერნატიული, თუმცა დელიკატური წყარო სახელმწიფოს სიძლიერის დასამტკიცებლად მაშინ, როდესაც სახელმწიფოს არ ძალუძს საზოგადოების უზრუნველყოფა მინიმალური საჯარო და სოციალური სიკეთით. სტატია ცდილობს კონკრეტული ქვეყნის მაგალითზე მკითხველს დაანახოს, რომ, რაც უფრო სუსტია პოლიტიკური წესრიგის ავტორიტეტულობა და ლეგიტიმურობა, მით უფრო დიდია სახელმწიფოს ცდუნება გამოიყენოს მკაცრი სადამსჯელო მექანიზმები მართვის მეთოდად.

სტატია კრიტიკულად აფასებს ნულოვანი ტოლერანტობის კუთხით საქართველოს გამოცდილებას და ცდილობს ახსნას, რა უბიძგებს  სახელმწიფოებს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის შექმნისკენ. არის ეს "აუცილებელი ბოროტების" თუ სახელმწიფო სისუსტეების დემონსტრირება.

ამავე თემაზე:

      

თარგმანი მომზადებულია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მხარდაჭერით. თარგმანში სრულად არის შენარჩუნებული სტატიის შინაარსი და ავტორის სტილი. თარგმანზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).“ თარგმანის შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოში დანაშაულის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირის შესახებ განსხვავებული პერსპექტივისთვის იხ. კუპატაძე, ეს ტომი.