სახელმძღვანელოში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, ევროპული სოციალური ქარტიითა და ევროპული კავშირის ძირითად თავისუფლებათა ქარტიით დადგენილი სტანდარტების ჭრილში არის მიმოხილული საცხოვრისის უფლების სხვადასხვა ასპექტი და სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტები.

დოკუმენტი არის ერთგვარი დამხმარე სახელმძღვანელო, რომელიც მიზნად ისახავს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს გაუზიაროს თემატურად თავმოყრილი, სისტემატიზებული და გადამუშავებული მასალა საცხოვრისის უფლებებთან დაკავშირებით, ამ გზით კი, ხელი შეუწყოს საკითხის მიმართ ცოდნის, მგრძნობელობის ზრდასა და უკეთესი სტანდარტების დანერგვას, ასევე, წაახალისოს სიღრმისეული დისკუსია აღნიშნულ სოციალურ საკითხზე. სახელმძღვანელოს პრაქტიკული დანიშნულება აქვს კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმღები, ნორმის შემფარდებელი, კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიღებისა და გამოყენების შედეგად სავარაუდო უფლებადარღვევების განმხილველი ორგანოებისთვის.

სახელმძღვანელო მომზადდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის“ ფარგლებში.

ნახვა

გადმოწერა

საცხოვრისის_უფლება_1576071489.pdf