IMG_9483

(ფორუმის თემაზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული დოკუმენტები იხილეთ ქვემოთ)

“კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ინიციატივით პროკურატურისა და შსს-ს რეფორმის თემაზე საზოგადოებრივი ფორუმი გაიმართა.ფორუმზე კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მოსაზრებები პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებასთან დაკავშირებით. ფორუმის მონაწილეთა მოხსენებები შეეხო მთავარი პროკურორის დანიშვნისა და გათავისუფლების წესის ცვლილებას, პროკურატურის სტრუქტურულ რეორგანიზაციას, შინაგან საქმეთა სამინისტროში გასატარებელ რეფორმებს, მათ შორის, ძალაუფლების დეკონცენტრაციის, პოლიტიზებისგან დაცვის, კანონზე დაფუძნებული ღია და გამჭვირვალე მმართველობის დანერგვისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებს.

ფორუმზე „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სამართალდამცავი სისტემის რეფორმის მიმართულებებთან დაკავშირებით მოხსენება წარმოადგინა. მოხსენების დროს ყურადღება გამახვილდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში თავმოყრილი, დაუბალანსებელი და ჭარბი ძალაუფლების გადანაწილების საჭიროებაზე, მათ შორის, უშიშროების სამსახურების სამინისტროდან დისტანცირების საკითხზე. ასევე, მოხსენება შეეხო შსს-ის სისტემაში მკვეთრი ცენტრალიზაციისა და პოლიტიკური ვერტიკალის პრობლემას. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პრევენციულ და საგამოძიებო ორგანოებს შორის თანამშრომლობის ფორმალიზების საჭიროებაზე და პასუხისმგებლობის სისტემის რეფორმის აუცილებლობაზე, მათ შორის, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნის გზით.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებმა.

ფორუმს მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი, ფორუმს მხარს უჭერს ასევე ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო”

[scribd id=255406998 key=key-MkL75kdTr7cv407sNml7 mode=scroll]

[scribd id=255406900 key=key-fEsqOr05Q2CyKWYDBiFg mode=scroll]

[scribd id=255407171 key=key-KOsKJ7fwxazCXMXMwnjV mode=scroll]

[scribd id=255407124 key=key-Gi9yZOMIQu0YiJEmWmGC mode=scroll]

ნახვა

გადმოწერა

შინაგან_საქმეთა_სამინისტროს_რეფორმის_პერსპექტივები.pdf