როგორი კავშირში არსებობს რესურსების პოლიტიკასა და შრომით პოლიტიკას შორის? რა სახის დასაქმების პოლიტიკას ვხვდებით მონოინდუსტრიულ რეგიონებში და როგორ უკავშირდება ის ქვეყანაში არსებულ შრომით პოლიტიკას?

თუკი სამთო-მოპოვებით სექტორში დასაქმებულთა რაოდენობას მთლიან სამუშაო ძალას შევაფარდებთ დავინახავთ, რომ საქართველო არ წარმოადგენს ექსტრაქტივისტული შრომითი ბაზრით დომინირებულ ეკონომიკას. თუმცა, მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ მონოინდუსტრიულ რეგიონებში დასაქმების სხვა ალტერნატიული შესაძლებლობები არ არსებობს, ეს უკიდურესად მნიშვნელოვანს ხდის ეკონომიკის ამ სექტორს მონოინდუსტრიულ და რესურსებზე დამოკიდებულ მსგავს რეგიონებში.

ანა დიაკონიძესთან და თორნიკე ჩივაძესთან ერთად ჩვენ ვსაუბრობთ მონოინდუსტრიებზე და აქ ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და დასაქმების პოლიტიკის შესაძლებლობებზე და მის ეფექტიანობაზე მონოინდუსტრიულ რეგიონებში.

  • პოდკასტის სტუმრები: ანა დიაკონიძე და თორნიკე ჩივაძე
  • წამყვანი: თამუნა ქებურია
  • მუსიკა: ბექა კუნდალინი

პოდკასტების სერია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.