Library Thumbnail Image

ISBN: 978-9941-8-0866-1

ნახვა

გადმოწერა

შრომითი_მედიაციის_კვლევა_1549948160.pdf

წინამდებარე კვლევის სამართლებრივი ნაწილი მიზნად ისახავს, გამოავლინოს მედიაციის მექანიზმის საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზები, გაეცნოს ამ მიმართულებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკასა და სტანდარტებს და მათი შედარებითი ანალიზის გზით, შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები მექანიზმის ადმინისტრირების, ასევე კოლექტიური შრომითი დავის პრევენციისა და მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებების აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით. მაშინ, როდესაც კვლევის სოციოლოგიური ნაწილი სწავლობს როგორც შრომით მედიაციასთან დაკავშირებით არსებულ პროცედურულ თუ აღსრულებით ხარვეზებს, ასევე ისეთი ტიპის გამოწვევებსაც, რომელიც უკავშირდება მედიაციის მექანიზმის შრომის პოლიტიკასთან ინტეგრირების საკითხს და სტრუქტურული ფაქტორების გავლენას მექანიზმის ეფექტიან ფუნქციონირებაზე. აღსანიშნავია, რომ კვლევის ორივე ნაწილში, შრომითი მედიაციის მექანიზმი არა შრომით სფეროში მიმდინარე პროცესებიდან განცალკევებულად, არამედ არსებული შრომითი პოლიტიკის, დასაქმებულთა მდგომარეობისა და სხვადასხვა სტურუქტურული გამოწვევის ფონზეა შესწავლილი.

ნახვა

გადმოწერა

შრომითი_მედიაციის_კვლევა_1549948160.pdf