საქართველოში ასობით ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებასა და შშმ პირთა პანსიონატში წლობით, ან მთელი სიცოცხლის განმავლობაში ცხოვრობს.

ამ ადამიანების ყოველდღიურობაა:

  • საზოგადოებისგან იზოლაცია;
  • მუდმივი კონტროლის ქვეშ ცხოვრება;
  • ღირსების შემლახავ ფიზიკურ გარემოში ცხოვრება;
  • ძალადობა და უგულებელყოფა; შრომითი ექსპლუატაცია;
  • არაადამიანური მოპყრობის ტოლფასი ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვები.

ვიდეო მომზადებულია პროექტის - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi).

ვიდეოს შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და შესაძლოა, იგი არ გამოხატავდეს „ღია საზოგადოების ფონდების“ (OSF) შეხედულებებს.