წინამდებარე სტატიათა კრებული: „დედობა, სექსუალობა და რეპროდუქციული სამართლიანობა“ სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების (SRHR) ჩარჩოს რადიკალური პოლიტიკური რესურსის ძიებასა და მის რეკონცეპტუალიზებას ისახავს მიზნად. სექსუალობასთან და რეპროდუქციულ უფლებებსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების დღეს არსებული დღის წესრიგი მეტწილად სერვისების მიდგომას ეფუძნება, რაც მის პოლიტიკურ და სოციალურ შინაარსს არსებითად ავიწროებს.

წინამდებარე კრებულის მიზანია ხელი შეუწყოს რეპროდუქციისა და სექსუალობის, ისევე როგორც, მასთან მომიჯნავე საკითხების ხელახალ გააზრებას, წინააღმდეგობისა და ემანსიპაციის ახალი გზების ძიებას. აღნიშნული კი პირველ რიგში გულისხმობს SRHR-ის ჩარჩო კონცეფციასთან არსებული მიდგომების ანალიზს კრიტიკული აკადემიური/თეორიული პერსპექტივებით.

კრებულში წარმოდგენილი სტატიები სხვადასხვა დისციპლინებიდან ცდილობს ისაუბროს რეპროდუქციული შრომისა და მასზე დაფუძნებული ჩაგვრის, სექს-სამუშაოსა და პორნოგრაფიის, სექსუალობის ფართო შინაარსისა და სხეულის ავტონომიურობის კონცეფციებზე იმგვარად, რომ ის ინდივიდუალური უფლებების ჩარჩოდან სოციალური სამართლიანობის ფუნდამენტურ საკითხებად აქციოს და ხელი შეუწყოს ზემოაღნიშნულ საკითხებზე აკადემიური ცოდნის დაგროვებასა და გავრცელებას.

ნახვა

გადმოწერა

სტატიების_კრებული_II_1562151545.pdf