ცივილიზებული საზოგადოების უმთავრეს საფუძველს წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების პრინციპი - უფლება, მოახდინოს საკუთარი იდეალების რეალიზება, ამ იდეალების განმსაზღვრელი გარემოს შემეცნების გზით. გარანტი კი საზოგადოებაში სოციალური თანასწორობით გამოხატული მორალური და საყოველთაო კონსესუსი უნდა იყოს. ისტორიული პროცესების შედეგად, კაცობრიობამ დიდი ბრძოლისა და სისხლისღვრების ხარჯზე აიძულა სახელმწიფო მანქანა, ეღიარებინა ეს ყველაფერი ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციის სახით, რომლის პრინციპებზეც დგას ცივილიზებული ქვეყნების და მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციები.