სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია.

გამოძიების დაწყებიდან 2 წლის თავზე არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი.