2013 წლის 17 მაისს, რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მომხდარმა მოვლენებმა ნაწილობრივ შეცვალა დისკურსი საქართველოში ლგბტ საკითხებზე მსჯელობისას. ერთი მხრივ, უფრო აქტუალური გახდა ეს საკითხი და დაიწყო ფართო დისკუსია, მეორე მხრივ, მოხდა საზოგადოებაში არსებული განწყობების ლუსტრაცია და ცხადი გახდა მეინსტრიმული რელიგიური ჯგუფის ჩართულობა 17 მაისის კონტრდემონსტრანტების მობილიზებაში.

დისკუსია დღემდე გრძელდება და საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს შორის კვლავაც აქტიურად მიდის მსჯელობა ჰომოსექსუალობის როგორც ცოდვის თუ როგორც ადამიანის იდენტობის ნაწილად აღქმასთან დაკავშირებით.

EMC წარმოგიდგენთ ვიდეოს, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ფსიქოლოგი მაია ცირამუა, თეოლოგები მირიან გამრეკელაშვილი და ზურაბ ჯაში და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი საუბრობენ ლგბტ ადამიანების იდენტობისა და რელიგიის ურთიერთმიმართების შესახებ ჩვენს რეალობაში.

ვიდეო მომზადებულია პროექტ „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში, აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით.