[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

ქამრან მამედლი

ბიოგრაფია

ქამრანი 2019 წლის ნოემბრიდან შემოურთდა EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის გუნდს. მისი საქმიანობის მთავარი მიმართულებაა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ჩაგვრისა და გარიყულობის გამომწვევი ღია, ფარული და უჩინარი ძალის სივრცეების იდენტიფიცირება, ანალიზი და დღის წესრგიში შემოტანა. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების გამოწვევების, წუხილების და საჭიროებების კვლევა. ასევე, სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გარიყულობაში საერთო შეხების წერტილების აღმოჩენა და EMC-ის მხარდაჭერით წამოწყებული სოლიდარობის პლატფორმის ფარგლებში, დისკუსიების მოდერაცია და ფასილიტაცია.

პროფესიული გამოცდილება

2019 - დღემდე: ახალგაზრდობის ჩართულობის ოფიცერი - საერთაშორისო ფონდი საარჩევნო სისტემების შესახებ საქართველოს ოფისი

2019 მაისი - 2019 აგვისტო: ედმუნდ მასკის მკვლევარი - საერთაშორისო ფონდი საარჩევნო სისტემების შესახებ, ქ. ვაშინტონი, აშშ

2019 იანვარი - 2019 მაისი: სათემო ორგანაიზერი - ერთი დისი (ONE DC) , ქ. ვაშინტონი, აშშ

2018 სექტემბერი -2019 იანვარი: აკადემიური ასისტენტი - სამართლიანობის და მშვდობის მშენებლობის ცენტრი, ვირჯინია, აშშ

2014 – 2016: პროექტების კოორდინატორი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი.

განათლება

2017-2019: კონფლიქტების ტრანსპორმაციის სამაგისტრო პროგრამა, აღმოსავლეთ მენონიტების უნივერსიტეტი, ვირჯინია.

2014-2015: საჯარო მართვის სამაგისტრო პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი

2013-2014: საჯარო მართვის და ინსტიტუციური მენეჯმენტის სამაგისტრო გაცვლითი პროგრამა (ერასმუს მუნდუსი), ალექსანდრუ იოან კუზას უნივერსიტეტი, იაში, რუმინეთი.

2007- 2011: საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახლემწიფო უნივერსიტეტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“