[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

ქეთევან კუკავა

ბიოგრაფია

ქეთევან კუკავა ფლობს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ბაკალავრის, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხს. მას ასევე აქვს მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებებში ერთობლივად გაცემული სამი პარტნიორი უნივერსიტეტის - როეჰამპტონის უნივერსიტეტის (ინგლისი), გოტენბურგის უნივერსიტეტისა (შვედეთი) და ტრომსოს უნივერსიტეტის (ნორვეგია) მიერ. 2017 წლიდან ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტია.

ამჟამად, ქეთევან კუკავა არის საპარლამენტო მდივანი/კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ (IDFI). მას აქვს სამუშაო გამოცდილება სასამართლო სისტემის ინსტიტუციური რეფორმის, ადამიანის უფლებების, განათლების, ენერგეტიკის სამართლის სფეროში.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“