[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

კოტე ერისთავი

ბიოგრაფია

კოტე EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად, ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. ამასთან, ის უშუალოდ პასუხისმგებელია სოციალური პოლიტიკის პროგრამის მართვასა და ეფექტიან მუშაობაზე. პროგრამის  მიზანია დასაქმებულების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სოციალური და ეკონომიკური ჩაგვრისა თუ გარიყულობის ასპექტების გამოვლენა, მათი მიზეზების იდენტიფიცირება და ადამიანის ღირსებასა და თანასწორობაზე დაფუძნებული სოციალური პოლიტიკის შექმნის და გაძლიერების ხელშეწყობა. კოტე პასუხისმგებელია პროგრამის სტრატეგიულ განვითარებაზე, მისი ხედვისა და დღის წესრიგის შექმნაზე. მის ფუნქციებს ასევე შეადგენს პროგრამის ფინანსური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა, საქმიანობის კოორდინაცია, გუნდის მართვა და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2018-2019: მოწვეული მკვლევარი - ოქსფორდის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი;

2017: მოწვეული მკვლევარი - ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბერლინი, გერმანია;

2017-2018: მკვლევარი - სოციალური და კულტურული კვლევების ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

კოტე ასევე სხვადასხვა დროს ასწავლიდა სამართლის ფილოსოფიას ედინბურგის უნივერსიტეტში, ადამიანის უფლებების თეორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო სამართლის კვლევის მეთოდებს კავკასიის უნივერსიტეტში.

განათლება

2011-2016: ადამიანის უფლებების თეორია (დოქტორის ხარისხი) - ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი);

2009-2010: LLM (მაგისტრის ხარისხი) ედინბურგის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (ედინბურგი, დიდი ბრიტანეთი);

2001-2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი (მაგისტრის ხარისხი)- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“