[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

ლელა რეხვიაშვილი

ბიოგრაფია

ლელამ 2015 წლის ნოემბერში ჩააბარა დისერტაცია ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე. 2016 წლის იანვრიდან ლაიბნიცის რეგიონული გეოგრაფიის ინსტიტუტში მუშაობს როგორც მკვლევარი. ბოლო წლების მანძილზე ლელა თამანშრომლობდა არაერთ კვლევით, არასამთაბრობო და მედია ორგანიზაციასთან. ლელას აკადემიური პუბლიკაციები განიხილავს ინსტიტუციური ცვლილებების გავლენას არაფორმალურ ეკონომიკაზე, საჯარო სივრცის გარდაქმნას და ურბანული წინააღმდეგობის მოძრაობებს, საქართველოში სამთავრობო დისკურსების ცვლას  ეკონომიკური და სოციალური განვითარების შესახებ, დევნილების ადგილს ეროვნულ ნარატივებში. ლელას ბლოგები, სტატიები და საჯარო ლექციები შეგიძლიათ იხილოთ სოციალური მეცნიერებების ცენტრის, ლიბერალის, იდენტობის, ლეფტისტის (Lefteast), და EMC-ის ვებ გვერდებზე.   

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“