[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

ლიკა ჯალაღანია

ბიოგრაფია

ლიკა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის ივნისიდან გახდა. ის თანასწორობის პროგრამის ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია. მისი საქმიანობის ჩამონათვალშია: ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ადვოკატირების განხორციელება; საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობის ცვლილების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და ლგბტქი ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; საერთაშორისო ადვოკატირების განხორციელება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის მეშვეობით.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ადვოკატირების კოორდინატორი და მკვლევარი - USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში „გენდერული დისრკიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში“;

2013 – 2015: იურისტ-მკვლევარი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხებზე - არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ლიკა ასევე, ლგბტქი საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“