[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

ნუცა ქაშაკაშვილი

ბიოგრაფია

ნუცა EMC-ის გუნდის წევრი 2017 წლის აპრილიდან გახდა. EMC-ში მისი კვლევითი საქმიანობის ძირითადი სფეროა სოციალური უფლებები, მათ შორის, შრომის, სათანადო საცხოვრებლის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. ნუცას კვლევითი მუშაობა გულისხმობს სოციალური უფლებების ფარგლებზე, და  მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე კვლევების, ანგარიშებისა და სხვა ანალიტიკური ხასიათის დოკუმენტების მომზადებას. ამ მიზნით, მისი  საქმიანობა მოიცავს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო აქტების, ხელშეკრულებების, საერთაშორისო მექანიზმების მიერ დადგენილი სტანდარტების, ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებისა და ეროვნული კანონმდებლობის/პრაქტიკის შესწავლასა და ანალიზს.

პროფესიული გამოცდილება

2017-დღემდე: მოწვეული ლექტორი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2016: მოწვეული სპეციალისტი - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია - საქართველოს პარლამენტი.

განათლება

2015-დღემდე:სამართალმცოდნე, საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიზაცია (დოქტორანტურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2016: სადოქტორო კვლევა (საკონსტიტუციო სამართლის სპეციალიზაცია) -ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტი (გერმანია);

2013-2015: სამართალმცოდნე, საჯარო სამართლის პროგრამა (მაგისტრატურა) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნე (ბაკალავრიატი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“