[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

Profile picture

თამუნა ქებურია

ბიოგრაფია

თამუნა EMC-ის გუნდის წევრი 2015  წლის ივნისიდან გახდა.  ორგანიზაციაში მისი მთავარი ფუნქციაა  სოციალური სამართლიანობის, შრომის, ინდუსტრიული პოლიტიკის და სამოქალაქო აქტივიზმის საკითხებზე კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება. ასევე ანალიტიკური სტატიებისა და ბლოგების მომზადება. მისი საქმიანობა აგრეთვე მოიცავს EMC-ის საჯარო დისკუსიებისა და ფორუმების კონცეფციაზე მუშაობასა და ორგანიზებას. სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას და მათთან მუდმივ საველე მუშაობას. ის,  ასევე პასუხისმგებელია აქტივისტურ ჯგუფებთან და ორგანიზაციის საქმიანობაში ჩართულ მკვლევრებთან კომუნიკაციასა და თანამშრომლობის წარმართვაზე. მის ფუნქციებში ასევე შედის, პროქტების მართვა და კოორდინაცია.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ასისტენტ მკვლევარი პროექტში „კვლევები შიდა-ეთნიკურ ურთიერთობებსა და შიდა ჯგუფურ თანამშრომლობაზე";

2012-2014: ლოჯისტიკისა და სტრატეგიული მენეჯერი კერძო სექტორის კომპანიებში;

2011-2016: ამ პერიოდში, ის აგრეთვე  მუშაობდა საგანმანათებლო-საუნივერსიტეტო პროექტებზე, რომლებიც ითვალისწინებდა ტექსტების თარგმნას,  სამაგიდო კვლევითი დავალებების შესრულებას,  კითხვარების დამუშავებაში მონაწილეობის მიღებას თუ შეგროვილი მონაცემების ანალიზს.

განათლება

2016-დღემდე: ისტორიის ფაკულტეტის დოქტორანტი - ილიას უნივერსიტეტი;

2014-2015: სოციოლოგიის მაგისტრი - ილიას უნივერსიტეტი;

2013-2014: ეკონომიკის მაგისტრანტი - ISET-ის ეკონომიკური სკოლა;

2009-2012: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი -ილიას უნივერსიტეტი;

2007-2009: მენეჯმენტი და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა - ამერიკულ-ჰუმანიტარული  უნივერსიტეტი.

ამავე ავტორისგან

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“