კრიტიკული პოლიტიკის პროგრამა მიზნად ისახავს მემარცხენე კრიტიკულ მიდგომაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას თეორიისა და პრაქსისის სინთეზის მეშვეობით.
პროგრამის ამოცანაა სოციალური ცვლილებების ახლებური ხედვების შემუშავება და დღის წესრიგების გამრავალფეროვნება. ამავდროულად, პროგრამა უზრუნველყოფს ახალი ცოდნის და არგუმენტების წარმოებას ისეთი მიმართულებით, როგორებიცაა:
- სოციალური სამართლიანობა;
- სოციალური მოძრაობები;
- კრიტიკული ფემინისტური აზრი;
- დეკოლონიური პერსპექტივები.