[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

პროგრამის შესახებ

პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მქონე მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების მყარი ინსტიტუციური საფუძვლები და თავისუფალია პოლიტიკური და სხვა ძალაუფლებრივი გავლენებისგან. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების ჩამოყალიბება მიღწევადია სახელისუფლებო ინსტიტუტების და მმართველობის სისტემის დემოკრატიული მოწყობის და ფუნქციონირების პირობებში, რაც ასევე წარმოადგენს პროგრამის საქმიანობის სფეროს.

მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამა მუშაობს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რომელთა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია და სოციალური კონტროლის ბერკეტების არსებობა, საფრთხეს უქმნის თავისუფალი, თანასწორი, სამართლიანი და ღირსეული გარემოს არსებობას. პროგრამის საქმიანობის მიმართულებებს შორის არის სამართალდამცავი ორგანოები, უსაფრთხოების სექტორი, სასამართლო სისტემა, სადაც უფლებადარღვევის, თვითნებობის და ძალადობის ფაქტები ყველაზე მძიმე ფორმებით შეიძლება გამოვლინდეს.

პროგრამა სისტემური რეფორმების ადვოკატირების გზით მიზნად ისახავს შექმნას:

  • დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემა;
  • ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საპოლიციო სისტემა;
  • დეპოლიტიზირებული პროკურატურა;
  • ანგარიშვალდებული და დაბალანსებული უსაფრთხოების სექტორი;
  • ჰუმანური ნარკოპოლიტიკა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“