[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

ანი მუხიგულაშვილი

ანი მუხიგულაშვილი

იურისტი

ანი, 2018 წლის სექტემბრიდან, შემოუერთდა EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს. მისი მთავარი საქმიანობაა სასამართლო სისტემის მონიტორინგი და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე კვლევების განხორციელება. ანი მონაწილეობს ანგარიშების, კვლევების, პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებაში და გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით ჩართულია საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების პროცესში. მისი საქმიანობის სფერო ასევე მოიცავს სტრატეგიული საქმეების წარმოებას ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საერთო სასამართლოებში.

პროფესიული გამოცდილება

2018 წლის სექტემბერი-დეკემბერი: სტაჟიორი იურისტი- „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“

2017-2018: სტაჟიორი იურისტი- „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

განათლება

2018-დღემდე: საჯარო სამართალი და პოლიტიკა (მაგისტრატურა) - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2018: სამართალი (ბაკალავრი) - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

 

 

 

 

 

მეტი
ანი ნასრაშვილი

ანი ნასრაშვილი

იურისტი/მკვლევარი

ანი EMC-ის გუნდს 2016 წლის აპრილიდან შემოუერთდა. მისი მთავარი საქმიანობაა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეების წარმოება და საადვოკატო დახმარების გაწევა დაზარალებულების, ბრალდებულებისა და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირებისთვის. ანის საქმიანობის სფეროები მოიცავს პოლიციის მიერ უფლებამოსილების/ძალის გადამეტების შედეგად, ასევე, მოქმედი ნარკოპოლიტიკისა და ზოგადად, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის შედეგად დაზარალებული პირების სამართლებრივ დახმარებას. იგი ამავდროულად დაკავებულია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში კვლევითი საქმიანობით.  ამ მიზნით ამზადებს მონიტორინგის ანგარიშებს, პოლიტიკის დოკუმენტებს და ჩართულია საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების პროცესში.

პროფესიული გამოცდილება 

2013-2014: იურისტი - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია;

2012-2013: სასამართლოს მონიტორი - საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო.

ის აგრეთვე  გერმანიაში, სტაჟირების პროგრამის ფარგლებში მუშაობდა კელნის უნივერსიტეტის კრიმინოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარის პოზიციაზე.

განათლება

2014-2016: კრიმინოლოგიის და საერთაშორისო სისხლის სამართალი (მაგისტრატურა) - კელნის უნივერსიტეტი (გერმანია);

2009-2013: სამართლმცოდნეობა (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

მეტი
თამარ გვასალია

თამარ გვასალია

პროექტების კოორდინატორი/იურისტი

თამარი EMC-ში 2017 წლის ნოემბრიდან მუშაობს. მისი საქმიანობა უკავშირდება სისხლის სამართლის მართლმსაჯულების და სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხებზე კვლევების და ანგარიშების მომზადებას, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების და რელევანტური საერთაშორისო გამოცდილების შესწავლას. თამარი ასევე მონაწილეობს რეფორმის საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების და საკანონმდებლო ინიციატივების მომზადებაში.

პროფესიული გამოცდილება

2015-2017: იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს იურისტი - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2014-2015: სპეციალური წარმომადგენელი -  საქართველოს სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრი;

2012-2014: სპეციალისტი - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი.

განათლება

2016-დღემდე: იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი სისხლის სამართლის მიმართულებით- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2013-2015: სისხლის სამართალის მაგისტრი - კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა;

2007-2011: სამართლის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“