[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

პროგრამის შესახებ

სოციალური პოლიტიკის პროგრამის მიზანია სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოლიდარობის პრინციპებზე დამყარებული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შექმნის ხელშეწყობა.

ადამიანის კეთილდღეობაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შექმნის, რესურსების სამართლიანი გადანაწილების პრინციპების დამკვიდრებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების შექმნის ხელშეწყობისათვის პროგრამა მუშაობს სოციალური უფლებების დაცვის სისტემის განვითარების, სოციალური პოლიტიკის საკითხების აქტუალიზებისა და დისკურსულად გაძლიერების მიმართულებით.

ამ მიზნების მიღწევისათვის პროგრამა ცდილობს ეკონომიკური და სოციალური ჩაგვრის სტრუქტურული მიზეზების გამოვლენას მრავალმხრივი კვლევის გზით, ეკონომიკურად და სოციალურად ჩაგრული ჯგუფების, მათ შორის, დასაქმებულების, უსახლკაროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი  სოციალური და ეკონომიკური ექსკლუზიის აღწერას, მათი საჭიროებების გამოვლენას და პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანას. სოციალური პოლიტიკის პროგრამა თანადროულად იყენებს სოციალოგიური და სამართლებრივი კვლევის, სტრატეგიული სამართალწარმოების, ადვოკატირების, ჯგუფებთან ცოდნის და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაზე დაფუძნებული მუშაობის მეთოდებს; ცდილობს ერთი მხრივ, სოციალურ პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენას და მეორე მხრივ, სამიზნე ჯგუფების გაძლიერებას, ახალი ცოდნით აღჭურვას, თვითორგანიზებას, კოორდინაციასა და მათი წარმომადგენლობის გაზრდას საჯარო პოლიტიკურ პროცესებში. 

სოციალური პოლიტიკის პროგრამა მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  • შრომის პოლიტიკა და შრომის უფლება;
  • უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა და საცხოვრებლის უფლება;
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები.

 

 

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“