[Skip to Content]
ENG
ENG

სიახლეების გამოწერა

ჩვენი გუნდი

ლიკა ჯალაღანია

ლიკა ჯალაღანია

პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

ლიკა EMC-ის გუნდის წევრი 2015 წლის ივნისიდან გახდა. ის თანასწორობის პროგრამის ლგბტქი ადამიანთა უფლებებზე ფოკუსირებული პროექტების კოორდინატორია. მისი საქმიანობის ჩამონათვალშია: ლგბტქი ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირება, ანალიზი და შეფასება; სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციისა და ჩაგვრის აღმოფხვრის კუთხით ინსტიტუციური გარემოს ცვლილების ხელშეწყობა და სახელმწიფო ინსტიტუციებთან ადვოკატირების განხორციელება; საზოგადოებაში ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებით არსებული სტიგმისა და წინასწარგანწყობის ცვლილების ხელშეწყობა, ცნობიერების ამაღლების, ტრენინგებისა და ლგბტქი ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გზით; საერთაშორისო ადვოკატირების განხორციელება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების მონიტორინგის მეშვეობით.

პროფესიული გამოცდილება

2014-2015: ადვოკატირების კოორდინატორი და მკვლევარი - USAID-ის მიერ დაფინანსებულ პროექტის ფარგლებში „გენდერული დისრკიმინაციის აღმოფხვრა შრომით ურთიერთობებში“;

2013 – 2015: იურისტ-მკვლევარი სქესის ნიშნით დისკრიმინაციისა და გენდერის საკითხებზე - არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42-ე მუხლი.

ლიკა ასევე, ლგბტქი საკითხებზე, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე, ქალთა უფლებებზე, გენდერულ ძალადობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სხვადასხვა კვლევებისა და ანგარიშების ავტორი და თანაავტორია.

განათლება

2010-2012: საერთაშორისო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2006-2010: სამართალმცოდნეობის ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
ქეთი ჩუთლაშვილი

ქეთი ჩუთლაშვილი

სისხლის სამართლის ადვოკატი

ქეთი EMC-ის გუნდს 2016 წლის მაისიდან შემოუერთდა. ის ძირითადად არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ასევე ლგბტი ადამიანების უფლებების ხელყოფასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევებზე, მათ შორის, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე მუშაობს. ამ მიზნით  უზრუნველყოფს სტრატეგიული საქმეების წარმოებას საგამოძიებო და სასამართლო ორგანოების წინაშე. მისი საქმიანობა ასევე გულისხმობს ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების დოკუმენტირებასა და ანალიტიკური სამართლებრივი  დოკუმენტების მომზადებას, საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას.

პროფესიული გამოცდილება

2014-2016: სპეციალისტი - პრობაციის ეროვნული სააგენტოს სრულწლოვან მსჯავრდებულთა თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო პროგრამების სამსახური -  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო

აგრეთვე, სტაჟირების ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მუშაობდა.

განათლება

2013-2017: იურიდიული ფაკულტეტი (სისხლის სამართლის მაგისტრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
თამთა მიქელაძე

თამთა მიქელაძე

თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი

თამთა EMC-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ის დაფუძნებიდან EMC-ის დირექტორთა საბჭოს წევრია და სხვა პროგრამების დირექტორებთან ერთად ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ის უშუალოდ პასუხისმგებელია თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის მართვასა და კოორდინირებაზე. პროგრამა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასა და არადომინანტი ჯგუფების (რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების, ასევე ლგბტქი ადამიანების) ჩაგვრისა და პოლიტიკურ, სოციალურ და დისკურსულ დონეებზე მათი გარიყულობის საკითხებზე მუშაობს და  საქმიანობაში კვლევის, ადვოკატირების,  სტრატეგიული სამართალწარმოების და ცოდნის გადაცემის ინსტრუმენტებს იყენებს.  როგორც პროგრამის დირექტორი, მისი უშუალო ვალდებულებაა  პროგრამის სტარტეგიულ განვითარებაზე, ხედვასა და დღის წესრიგზე მუშაობა, ფინანსური რესურსების მობილიზაციის უზრუნველყოფა, პროგრამის თანამშრომლების საქმიანობის კოორდინირება და მხარდაჭერა. 

პროფესიული გამოცდილება

2015-დღემდე: ასოცირებული პროფესორი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2009-2013: ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი და ადამიანის უფლებათა მკვლევარი - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში;

2009: მრჩეველი - ეროვნული უშიშროების საბჭოში;

2005-2009: მრჩევლი-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტში.

თამთა არის 10-მდე კვლევის/ანგარიშის ავტორი/ხელმძღვანელი, რომელიც შეკრების და რელიგიის თავისუფლების, სეკულარიზმის, ლგბტი პირთა უფლებრივი მდგომარეობის, ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის საკითხებს უკავშირდება. 

განათლება

2006-2008: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საჯარო სამართლის მაგისტრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2002- 2006: სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის.

მეტი
თეონა ფირანიშვილი

თეონა ფირანიშვილი

პროექტების კოორდინატორი/მკვლევარი

თეონა EMC-ის გუნდს 2018 წლის აგვისტოდან შეუერთდა. ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამაში მუშაობს და მისი საქმიანობის სფერო არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების პოლიტიკური და სოციალური გარიყულობისა და უფლებების დაცვის საკითხებს უკავშირდება. თეონა პასუხისმგებელია აღნიშნული სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის დოკუმენტირებაზე, სახელმწიფო პოლიტიკის მონიტორინგსა და ადვოკატირებაზე ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, კვლევების,/პოლიტიკის დოკუმენტების/რეკომენდაციების პაკეტის მომზადებაზე, შესაბამის თემთან სისტემური კომუნიკაციის და თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მიმდინარე პროექტების კოორდინირებაზე. 

პროფესიული გამოცდილება

2018:  უფროსი კონსულტანტი - დონორთა კოორდინაციის და კომუნიკაციის სამმართველო,  საქართველოს უზენაესი სასამართლო;

2013-2018: უფროსი სამართლებრივი მრჩეველი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო;

2012-2013: სტაჟიორი - საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტი,  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

განათლება

2016-2017: საერთაშორისო საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა -  ლეიდენის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა, ჰოლანდია;

2013-2015: საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2009-2013: სამართალმცოდნეობა (ბაკალავრი) -  თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი.

 

 

 

მეტი
თამარი სამხარაძე

თამარი სამხარაძე

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

თამარი EMC-ის გუნდის წევრი 2018 წლის სექტემბრიდან გახდა. EMC-ში მის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ორგანიზაციის საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სტრატეგიული საქმეების წარმოება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ასევე, სხვა რელევანტური საერთაშორისო და რეგიონალური მექანიზმების წინაშე. ორგანიზაციაში თამარის საქმიანობა ასევე მოიცავს კველვითი და ანალიტიკური სამუშაოების შესრულებასა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას.

პროფესიული გამოცდილება

2015-2017: მთავარი სპეციალისტი - იურიდიული დეპარტამენტის სამართალშემოქმედების სამმართველო - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

2014: უფროსი სპეციალისტი - სატყეო პოლიტიკის სამსახური - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;

2013: სტაჟიორი - სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. 

განათლება                                    

2017-2018: შედარებითი კონსტიტუციური სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი;

2013-2016: კერძო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

2014-2015: იურიდიული ფაკულტეტი - ტურკუს უნივერსიტეტი, ობოს აკადემია;

2012-2013: იურიდიული ფაკულტეტი - ვილნიუსის უნივერსიტეტი;

2009-2013: იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრი) - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

მეტი
დავით ბერძული

დავით ბერძული

სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი

დავითი EMC-ის გუნდს 2018 წლის სექტემბრიდან შემოუერთდა. მის ძირითად მოვალეობას წარმოადგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სტრატეგიული საქმეების წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა სოციალური ჯგუფის (მათ შორის, არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების, ლგბტი ადამიანების) უფლებების დაცვას და თანასწორი უფლებრივი და სოციალური გარემოს შექმნას.  დავითი ასევე მუშაობს კვლევების, ანგარიშებისა და სხვა სახის ანალიტიკური დოკუმენტების მომზადებაზე.

პროფესიული გამოცდილება

2016-2018: იურისტი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

2016 წლამდე გაიარა სტაჟირების სხვადასხვა პროგრამები საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორში.

განათლება

2016 - დღემდე: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართლის სადოქტორო პროგრამა - დოქტორანტი;

2014 - 2016: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამა - მაგისტრი;

2010 - 2014: ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალმცოდნეობა - ბაკალავრი.

მეტი

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“