Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 27 000 GEL

ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი

2019 წლის სექტემბრიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს “ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ეფექტიანი დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების დანერგვის ადვოკატირების გზით“. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის წახალისება, ადგილობრივი აქტივისტების/სოციალური ცვლილებების აქტორების გაძლიერება და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების დანერგვა სისტემური და მონაწილეობით ადვოკატირების გზით.

 

პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ორი მთავარი ამოცანის ქვეშ კონცენტრირდება:

  • ადგილობრივი აქტივისტების/სოციალური ცვლილებების აქტორების გაძლიერება პოლიტიკური მონაწილეობის, ასევე მონაწილეობითი ადვოკატირების და მობილიზაციის საკითხებზე ავტონომიური სამოქალაქო გაერთიანების - პლატფორმის დაფუძნების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე დემოკრატიული მონაწილეობის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა სისტემური და მონაწილეობითი ადვოკატირების გზით.

 

პროექტი ხორციელდება სათემო რადიო „მარნეულთან“ და საინიციატივო ჯგუფთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ აქტივისტებსა და სოფლების - ხულდარა, კასუმლო, აღმამედლო და ქვემო სარალის სათემო ცენტრებს. საინიციატივო ჯგუფთან ერთად EMC გეგმვას ადგილობრივი, პოლიტიკურად ნეიტრალური და მაღალი სოციალური ნდობის მქონე აქტივისტების გაძლიერებას, მათთან ერთად პოლიტიკური მონაწილეობის გამოცდილებების შექმნას  და შესაბამისი დემოკრატიული ინსტრუმენტების შემუშავებას. პროექტის ფარგლებში შესაბამისი  ღონისძიებები აგრეთვე იქნება მიმართული ადგილობრივი სათემო ცენტრების გასაძლიერებლად.