Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 184 191 EUR

ხანგრძლივობა: 2019-2021 წელი

 

2019 წლის ოქტომბრიდან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს ახალ პროექტს „ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის ხელშეწყობა და უფლებრივი გაძლიერება კვლევის, განათლების, ადვოკატირების და ნდობის აღდგენისკენ მიმართული ღონისძიებების მეშვეობით“. პროექტის მთავარი მიზანია ეთნიკური უმცირესობების ჯგუფების სისტემატური პრობლემების, წუხილების და საჭიროებების ასახვა პოლიტიკურ დღის წესრიგში და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა კუთხით. პროექტის გუნდი დაიწყებს ადვოკატირების პროცესს როგორც ადგილობრივ აგრეთვე ცენტრალურ დონეზე, ინტეგრაციისა და სოციალური ტრანსფორმაციის იდეებზე დაფუძნებული პოლიტიკის შექმნის მიზნით; ამავე დროს, პროექტის გუნდი ხელს შეუწყობს მყარი ჩარჩოებისა და პლატფორმების შექმნას პოლიტიკური ჩართულობის გასაზრდელად და მისცემს საშუალებას ადგილობრივი თემის აქტივისტებს მოახდინონ ზეგავლენა საჯარო პოლიტიკაზე.

 

საერთო მიზნის შესაბამისად პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ოთხი ამოცანის ქვეშ კონცენტრირდება:

  1. ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მივაწოდოთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და პოლიტიკურ უწყებებს კვლევებზე დაფუძნებული ცოდნა და გავზარდოთ საკითხზე ინფორმირებულობა. აგრეთვე, გავაძლიეროთ უმცირესობების უფლებების დაცვა სტრატეგიული სამართალწარმოების და ადვოკატირების გზით;
  2. ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ადგილობრივი აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერება, დემოკრატიული სოციალური ტრანსფორმაციის და თვითორგანიზაციის პრაქტიკის გაძლიერების გზით;
  3. თემის დიალოგის გაძლიერება და ეთნიკური უმცირესობის ჯგუფების დაცვა სათემო მედიაციის ხელშეწყობის გზით;
  4. რელიგიური და ეთნო-ცენტრისტული იდენტობების სამოქალაქო იდენტობად ტრანსფორმაციის ხელშეწყობა დომინანტ ეთნიკურ ჯგუფში.