Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 60 000 USD

ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი

ადამიანის უფლებებისა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს - „კვლევისა და ადვოკატირების გზით საქართველოში სოციალური უფლებების მხარდაჭერა“.

პროექტის მიზანია საქართველოში სოციალური უფლებების კუთხით მდგარი მთავარი გამოწვევების: შრომის, დასაქმების პოლიტიკის და უსახლკარობის პოლიტიკის პოზიტიური და სამართლიანი ტრანსფორმაციების ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია შექმნის კონკრეტული პოლიტიკის ხედვებს (მათ შორის, უსახლკარობის ცნების და კრიტერიუმების, შრომის პოლიტიკის ხარვეზების, დასაქმების პოლიტიკის, ქალთა დასაქმებისა და შრომის საკითხებზე) და დამოუკიდებელი ექსპერტების, აქტივისტების, ბენეფიციართა ჯგუფების  მონაწილეობით უზრუნველყოფს დემოკრატიული ადვოკატირების პროცესის ორგანიზებას. პროექტის ფარგლებში EMC იმუშავებს როგორც ცენტრალური უწყებების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. მათ შორის, ქალაქ ჭიათურაში, დააფუძნებს მყარ იურიდიულ კლინიკას, რომლის მიზანი ადგილზე უფლებების დარღვევის ფაქტებზე (მაგ: შრომა, გარემოს დაცვა, ნარჩენები, უფლება სუფთა წყალზე, სოციალური დაცვა.) რეაგირება, კონსულტაციების გაცემა და სტრატეგიული სამართალწარმოების ორგანიზება იქნება.

პროექტი ეხმაურება შემდეგ კონკრეტულ ამოცანებს:

  • შრომის და უსახლკარობის პოლიტიკის სფეროში კანონმდებლობის და პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზი და კვლევაზე, საუკეთესო გამოცდილებებზე და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული კრიტიკული ხედვებისა და ინიციატივების მომზადება;
  • შრომის და უსახლკარობის სფეროში პოლიტიკის ცვლილებების მხარდაჭერა საზოგადოებრივი აზრის ცვლილებისა და პოლიტიკურ ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან სისტემური ადვოკატირების გზით. 
  • ადგილობრივი თვითმმართველობის დონეებზე სოციალური პოლიტიკის პოზიტიური ცვლილებების წახალისება მობილური იურიდიული კლინიკის ორგანიზებისა და მონაწილეობითი ადვოკატირების გზებით.