Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 30,210.31 USD

ხანგრძლივობა: 2020-2021 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  2020 წლის მაისიდან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამა “კანონის უზენაისობის მხარდაჭერა საქართველოში“ (Prolog)-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს “ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება“.

პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მიუხედავად იმისა, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ბარიერები საერთაშორისო დონეზე ფართოდ არის განხილული, საკითხის ეროვნულ კონტექსტთან დაკავშირებით არ არის საკმარისი ინფორმაცია. ამრიგად, პროექტის ფარგლებში გაანალიზდება მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბარიერები და მათი აღმოფხვრის მიზნით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები. ამ საკითხებს EMC წინასწარ შედგენილი მეთოდოლოგიური ჩარჩოს მიხედვით დაამუშავებს, რათა არსებული სტრუქტურული ფაქტორები სრულყოფილად იყოს გამოკვლეული. 

აღნიშნული მიზნის მისაღწევად, პროექტი ისახავს შემდეგ ამოცანებს:

  • ექსპერტის ჩართულობით მეთოდოლოგიური ჩარჩოს შემუშავება და შემდგომ კვლევის განხორციელება, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელი ბარიერების დადგენის მიზნით და რეკომენდაციის პაკეტის წარსადგენად;
  • მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის საკითხის გააქტიურება საჯარო და პოლიტიკურ სივრცეებში;
  • საზოგადო ცნობიერების ამაღლება მართლმსაჯულების საკითხების წვდომასთან დაკავშირებით.