Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 66,385,40 EUR

ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 2015 წლის 20 ივლისიდან ახორციელებს ახალ პროექტს – “პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვა პოლიციის საქმიანობაში”. პროექტი დაფინანსებულია ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ.

გასული ერთი წლის განმავლობაში, EMC ინტენსიურად მუშაობდა სამართალდამცავი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხების კვლევაზე. ჩატარებული კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პოლიციის პოლიტიზირების რისკებს სისტემური საფუძვლები აქვს, რამდენადაც პოლიტიკური ხელისუფლების ბერკეტები პოლიციის საქმიანობაზე მაღალია.

ახალი პროექტის ფარგლებში კი, EMC გეგმავს განახორციელოს პოლიციის საქმიანობის პრაქტიკული მიმართულებების შესწავლა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის საკითხის მონიტორინგი. პროექტის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვას პოლიციის საქმიანობაში.

პროექტის ფარგლებში EMC განახორციელებს:

  • პოლიციის საქმიანობის მონიტორინგის მდგრადი მეთოდოლოგიის შექმნას, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით;
  • შემუშავებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, პოლიციის საქმიანობის მონიტორინგს;
  • მონიტორინგის შედეგების ამსახველი პერიოდული ბიულეტენების მომზადებას და გავრცელებას;
  • პროექტის დასასრულს, შემაჯამებელი ანგარიშის მომზადებას და მასში პოლიციის მონიტორინგის შედეგების განზოგადებული სურათის ასახვას.

პროექტის ფარგლებში, პოლიციის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელება იგეგმება თბილისსა და კახეთის რეგიონში. მონიტორინგის პროცესში, EMC გააგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას პარტნიორ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო ინსტიტუტებთან და მედიაორგანიზაციებთან.

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2015 - ივლისი 2016;

პროექტის ბიუჯეტი: 66,385,40 ევრო.