Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 15 200 USD

ხანგრძლივობა: 2016 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთან თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „პოლიციის გამჭვირვალობა საქართველოში“.

პროექტი მიზნად ისახავს 2015 წლის რეფორმის შემდგომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალობის ხარისხის განსაზღვრას, გამჭვირვალობის შემაფერხებელი კონკრეტული მიზეზების აღწერას, საქართველოს საპოლიციო სისტემაში დაცულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურისა და სისტემის ანალიზს.

აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, პროექტის ფარგლებში შეფასდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ხარისხი, სამინისტროს მიერ სტატისტიკის წარმოების, მონაცემთა ბაზების შედგენის მეთოდები და ფორმები, ასევე მოხდება სამინისტროში მოქმედი საკადრო პოლიტიკის ანალიზი.

პროექტს ერთობლივად ახორციელებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ (TI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC). პროექტის ფარგლებში დაგეგმილ საქმიანობას ორგანიზაციები ფუნქციურად ინაწილებენ.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით, მომზადებული ანგარიში განთავსდება ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებგვერდებზე.