Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 78,744 USD

ხანგრძლივობა: 2016-2017 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში ახორციელებს პროექტს „მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაძლიერება დისკრიმინირებული რელიგიური თემებისთვის.“

პროექტის მიზანია დისკრიმინირებული რელიგიური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ამ მხრივ არსებული უთანასწორო საკანონმდებლო გარემოსა და პრაქტიკების სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით შეცვლის ხელშეწყობა. პროექტი გულისხმობს  რელიგიის თავისუფლებასთან, ასევე რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების განხორციელებას და საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკების გამოვლენასა და აღმოფხვრას. პროექტის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს მოიცავს რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება. უფრო დეტალურად პროექტი შემდეგ ძირითად აქტივობებს მოიცავს:

  • რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სტრატეგიული სამართალწარმოების უზრუნველყოფა ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე (მინიმუმ 5 საქმე);
  • ინტენსიური მობილური კლინიკების ორგანიზება სხვადასხვა რელიგიურ თემებში (16 მობილური კლინიკა);
  • საჯარო სკოლებში ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და დისკრიმინაციის პრაქტიკებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა მონიტორინგის მექანიზმების, ასევე ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენება (13 საქმე);
  • რელიგიურ თემებში ადრეული ქორწინების პრობლემაზე საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება (6 შეხვედრა);
  • პროექტის მიმდინარეობის დროს გამოვლენილი სისტემური მჩაგვრელობითი და დისკრიმინაციული პრაქტიკების თაობაზე ანალიტიკური დოკუმენტების მომზადება (3 დოკუმენტი);
  • ადრეული ქორწინების პრობლემაზე ბლოგებისა და მულტიმედია პროდუქტების მომზადება.

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2016 – ივნისი 2017;

პროექტის ბიუჯეტი: 78,744 აშშ დოლარი.