Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 21,600 EUR

ხანგრძლივობა: 2017 წელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს (Boell) მხარდაჭერით ახორციელებს კვლევით პროექტს „სოციალური პროტესტი: გამოცდილება და პერსპექტივები“.

სახელმწიფოს მხრიდან დეკლარირებულმა რადიკალური დერეგულირების პოლიტიკამ, საზოგადოებაში პროტესტების მრავალი და არაერთგვაროვანი ტალღა წარმოქმნა. შესაბამისად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით  არაერთი სოციალური პროტესტი თუ აქცია გაიმართა, რაც მეტწილად განპირობებული იყო  მძიმე სოციო-ეკონომიკური ფონით, დასაქმების ლიბერალური პოლიტიკით, და ასევე პასუხისმგებელი პირების მხრიდან კულტურული თუ გარემოსთან დაკავშირებული საკითხების უგულვებელყოფით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ რეაქციული პროტესტების  პრაქტიკების შესწავლა და ანალიზი.

პროექტის მიზანია სწრაფი ეკონომიკური ზრდის საპასუხოდ წარმოქმნილი უკმაყოფილებების შესწავლა, სადაც ფოკუსში მოექცევა 2010-2016 წლებში, შრომის უფლებების, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მოტივით განხორციელებული დეკლარირებული სოციალური პროტესტები. პროექტის ფარგლებში მომზადდება კვლევითი პუბლიკაცია, რომელიც  შეეცდება პასუხის გასცეს ისეთ შეკითხვებს, რომელიც მიემართება სოციალური პროტესტების წარმოშობის კონტექსტისა და სოციო-პოლიტიკური ფაქტორების გაანალიზებას, პროტესტების იდენტობის, ორგანიზების სტრუქტურისა და მასში ჩრთული აქტორების შესწავლას, ასევე იმ წინააღმდეგობისა თუ ორგანიზების სტრატეგიის იდენტიფიცირებას, რომელიც განაპირობებდა ამა თუ იმ პროტესტის მასშტაბს და მის წარმატება-წარმუატებლობას.

პროექტის დასასრულს კვლევის შედეგად მიღებული ცოდნისა და მიგნებების გაზიარება მოხდება სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან, პროცესში ჩართულ აქტორებთან (მშრომელები, აქტივისტები, საქართველოს პროფესიული კავშირის წევრები), ასევე სამოქალაქო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელ პირებთან, რათა მოხდეს მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილების პროცესში ჩართულობისა და მონაწილეობის დემოკრატიული ფორმების ადვოკატირება-მხარდაჭერა.

პროექტი ხორციელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს (Boell) მხარდაჭერით;

პროექტის ხანგრძლივობა: იანვარი 2017- ნოემბერი 2017;

პროექტის ბიუჯეტი: 21,600 ევრო.