Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 15 000 USD

ხანგრძლივობა: 2020-2021 წელი

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  2020 წლიდან International Partnership for Human Rights - ის (IPHR) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს: „პროტესტის გამოხატვის უფლების მხარდაჭერა საქართველოში.“

პროექტის მიზანია დროულად, კონკრეტული საჭიროებების გათვალისწინებით დაიცვას მანიფესტანტების და სოციალური მოძრაობის ლიდერების უფლებები, რომლებიც მშვიდობიანი გზით ებრძვიან უსამართლობას, ჩაგვრას და უთანასწორობას. მხარდამჭერი სერვისები მოიცავს როგორც იურიდიულ დახმარებას და მხარდაჭერას, ასევე სტრატეგიულ სამართალწარმოებას,შეზღუდულ გადაუდებელ მხარდაჭერას და იმ სტრატეგიების გაძლიერებას. რაც უპასუხებს სახელმწიფოს მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, დაეხმარება ძალადობის მსხვერპლებს და, უზრუნველყობს  ფიზიკურ და ციფრულს უსაფრთხოებას.

ამ პროექტის მიზნებისათვის პროტესტის გამოხატვის უფლება ფართოდ განისაზღვრება და მოიცავს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა პირადი თავისუფლების უფლება, პირადი ცხოვრების დაცვა, გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება და ა.შ., აგრეთვე სტრუქტურული უთანასწორობა (სოციალურ-ეკონომიკური უფლებები) რაც შესაძლოა გამწვავებულიყო COVID 19 კრიზისით.

სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებები მოიცავს:

  • კოვიდ-19 ის პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფარგლებში მთავრობის მიერ დაწესებული შემზღუდავი ღონისძიებების გავლენა ადამიანის უფლებებზე;
  • უხეში და მკაცრი საპოლიციო/დასამსჯელო მექანიზმების გამოყენება ისეთ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერესი სოციალური/პრევენციული ღონისძიებებითაც იყო შესაძლებელი;
  • სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის ის მნიშვნელოვანი გამოწვევები რაც კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა პანდემიის პროცესში და რამაც სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების განსაკუთრებულად მაღალი მოწყვლადობა განაპირობა