Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 23,894 USD

ხანგრძლივობა: 2014-2015 წელი

15 ივლისი (2014) -30 ივნისის (2015) პერიოდში  EMC  განახორციელებს პროექტს „რელიგიის თავისუფლების ხელშეწყობა და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება“ .  პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს დემოკრატიული კომისიის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში და წარმოადგენს 2013-2014 წლების განმავლობაში სალეჩოს მიერ დაფინანსებული  პროექტის „უფასო სამართლებრივი დახმარება რელიგიური უმცირესობებისთვის“ გაგრძელებას.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიის თავისუფლების  ხელშეწყობას უფასო იურიდიული დახმარების გაწევისა და რელიგიურ უმცირესობიბათა ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერების გზით.  რელიგიური უმცირესობის ჯგუფის EMC  200-მდე  წარმომადგენელს უფლებათა ადვოკატირების და დაცვის მექანიზმების შესახებ ჩაუტარებს ტრეინინგს. ასევე ორგანიზაცია საველე სამუშაოების გზით გამოავლენს მოაწყობს. დაორგანიზდება ინტერკონფესიური თემატური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანიც იქნება ფართო დისკუსიის მოწყობა ისეთ თემებზე, როგორიცაა რელიგიური ინდოქტრინაცია სკოლებში, პროზელიტიზმი, რელიგიურ ორგანიზაციათა დაფინანსების წესი, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებები რელიგიის ნიადაგზე, და ა.შ.

EMC პერიოდულობით (ელექტრონული სახით) გაავრცელებს საინფორმაციო ბიულეტენს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და უწყებათა შორისი კომისიის საქმიანობის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).  ბიულეტენში მოკრებილი იქნება ინფორმაცია რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის შეზღუდვის ფაქტებთან დაკავშირებით.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური ქსელების მეშვეობით გავრცელდება მოკლე ვიდეო კლიპები რელიგიურ უმცირესობათა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა: ივლისი 2014 - ივნისი 2015;

პროექტის ბიუჯეტი: 23,894 აშშ დოლარი.