Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 9,158 USD

ხანგრძლივობა: 2013 წელი

2013 წლის 1 მაისიდან EMC მუშაობს G-PAC-ის მიერ დაფინანსებულ პროექტზე, რომელიც ითვალისწინებს ბოლო პერიოდში სოფელ ნიგვზიანში, წინწყაროსა და სამთაწყაროში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტების შესწავლას.

პროექტი მიზნად ისახავს რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და აღნიშნულ ადგილებზე არსებული რელიგიური კონფლიქტების დარეგულირების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში მომზადდება კონკრეტული რეკომენდაციების პაკეტი ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებისათვის და მოხდება მათი ადვოკატირება.პროექტის ძირითადი ამოცანებია:

• მოახდინოს აღნიშნული კონფლიქტების შესწავლა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში სახელმწიფოს როლის/მისი მონაწილეობის ანალიზი;

• კონფლიქტის ძირითადი აქტორების მონაწილეობით შეიმუშავოს კონკრეტული რეკომენდაციები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისათვის და უზრუნველყოს მათი შესრულების ადვოკატირება;

• ხელი შეუწყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას რელიგიური უმცირესობების თემატიკაზე და ამ გზით ეფექტური გახადოს შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების პროცესი.

პროექტის ხანგრძლივობა: მაისი 2013 - ნოემბერი 2013;

პროექტის ბიუჯეტი: 9,158 აშშ დოლარი.