Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 49 977 USD

ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი

2019 წლიდან „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (GYLA) თანამშრომლობით და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს - „სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესების ხელშეწყობა თანასწორობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფით“.

პროექტის მიზანს წარმოადგენს სახელმწიფოს ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის გაუმჯობესება გამჭვირვალობის სტანდარტებისა და თანასწორობის პრინციპების შესაბამისად. მიზნის მისაღწევად, EMC პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, განახორციელებს:

  1. საკანონმდებლო ჩარჩოსა და პოლიტიკის დოკუმენტების, მათ შორის გრიფირების სისტემის შესწავლა/ანალიზსა და პრობლემების იდენტიფიცირებას;
  2. საერთაშორისო სტანდარტებისა და კარგი პრაქტიკის კვლევას;
  3. ეთნიკური უმცირესობებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობას;
  4. კვლევის მიგნებებსა და მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი რეკომენდაციების ადვოკატირებას გადაწვეტილების მიმღებ პირებთან.

პროექტის პირდაპირი ბენეფიციარები არიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეები და გრიფირების პროცესით დაინტერესებული პირები. შედეგად: პროექტის გუნდი მოახდენს კვლევა/ მონიტორინგზე დაფუძნებული რეკომენდაციების შემუშავებასა და წარუდგენს გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რათა ხელი შეუწყოს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და გამჭვირვალობის სტანდარტების დაცვას ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებაში.