Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 91,327 USD

ხანგრძლივობა: 2019-2020 წელი

 

2019 წლის ნოემბრიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს (OSGF) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამართლიანი და ჰუმანური სისხლის სამართლის პოლიტიკის ჩამოყალიბება.“

პროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის, ნარკოპოლიტიკისა და საპოლიციო პრაქტიკის კრიტიკა და ხელი შეუწყოს ჰუმანური, სამართლიანი და სოციალურად მგრძნობიარე პოლიტიკის და ინსტიტუტების ფორმირებას.

დასახული მიზნის მისაღწევად, პროექტი უპასუხებს შემდეგ ამოცანებს:

  1. წლების განმავლობაში მოქმედი და უალტერნატივოდ აღიარებული რეპრესიული სისხლისსამართლებრივი პოლიტიკისა და მისი ინსტრუმენტების დასაბუთებული კრიტიკის წარმოდგენა, სამართლიანი და სოციალურად მგრძნობიარე მართლმსაჯულების ადვოკატირების გზით;
  2. ნარკოპოლიტიკის რეფორმის საკითხის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ დღის წესრიგში შენარჩუნება და პოლიტიკური გადაწყვეტილების მომწიფება.

პროექტი სოციოლოგიური და სამართლებრივი კვლევების ერთობლიობით, შეეცდება დანაშაულზე სოციალური ფაქტორების გავლენის გამოკვეთას, არსებული პოლიტიკის კრიტიკას და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას ჰუმანური სისხლის სამართალის პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად სახელმწიფოში.