Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 13,884 EUR

ხანგრძლივობა: 2018 წელი

2018 წლის თებერვლიდან ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC),  ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს (Boell) მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“. პროექტი მიზნად ისახავს კვლევითი და ანალიტიკური სამუშაოების  განხორციელებით და ახალი ცოდნის დაგროვების გზით ხელი შეუწყოს მოპოვებით და გადამუშავებით მრეწველობით საქმიანობასთან დაკავშირებით ისეთი კრიტიკული არგუმენტების გაჩენას, რომელიც ერთის მხრივ გამოააშკარავებს სამთო-მოპვებითი მრეწველობის რეგიონებში სოციალური და გარემოს დაბინძურების საკითხების სიმწვავეს, ხოლო მეორეს მხრივ იმსჯელებს აღნიშნულ რეგიონების ალტერნატიული განვითარებისათვის მდგრადი მიდგომის გამოყენების შესაძლებლობებზე.    

პროექტის განმავლობაში მოხდება გარემოს დაცვით, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე თუ ამ საკითხებით დაინტერესებული ჯგუფებთან-ინდივიდებთან კავშირების გაბმა და პროექტში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა. აღნიშნული მიდგომა ხელს შეუწყობს ინდუსტრიულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის, საზოგადოების კრიტიკული მასის, აკადემიაში მოღვაწე საჯარო აქტორების, თემით დაინტერესებული მკვლევარების, აქტივისტების და სტუდენტების ძალთა კონსოლიდირებას, რათა შეიქმნას წინაპირობა იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს სამთო-მოპოვებითი მრეწველობასთან დაკავშირებული მწვავე საკითხების აქტუალიზება, მათი კრიტიკულად განხილვა და საჯარო სივრცეებში არტიკულირება.  

პროექტის საერთო ხანგრძლივობაა 3 წელი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება ისეთი საქმიანობები, როგორიცაა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის წუხილების და გამოწვევების შესწავლა, კვლევითი და ანალიტიკური პუბლიკაციების მომზადება და გავრცელება, საერთაშორისო მიდგომების და სამთო-მოპოვებით მრეწვლობასთან დაკავშირებული თანამედროვე ცოდნის გაცნობის მიზნით სხვადასხვა შინაარსის აკადემიური, კვლევითი თუ თეორიული სტატიების თარგმნა. პროექტის დასკვნით ეტაპზე ჩატარდება საერთაშორისო ფორუმი, რომელიც შესაძლებელს გახდის დაგროვილი ცოდნის, გამოცდილებისა და დამუშავებული ინფორმაციის ერთიანად თავმოყრას და საერთო პერსპრექტივებზე შეჯერებას. ფორუმზე მოწვეულნი იქნებიან როგორც სამთო-მოპოვებით და გადამუშავებით მრეწველობის საკითხთან დაკავშირებთ მოღვაწე საერთაშორისო დონის ეკონომისტები, სოციოლოგები თუ თეორეტიკოსები, ასევე ადგილობრივი ექსპერტები, მკვლევარები თუ აკამედიკოსები, რომლებმაც კონტიბუცია შეიტანეს ალტერნატიული ცოდნის წარმოებაში და მის საჯარო დისკურსად ფორმირებაში. 

პროექტის პირველი წლის ხანგრძლივობა: თებერვალი 2018 – დეკემბერი 2018

პროექტის პირველი წლის ბიუჯეტი:13,884 ევრო