Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 79 177.50 USD

ხანგრძლივობა: 2015-2016 წელი

2015 წლის აგვისტოდან, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ხელშეწყობით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ ახორციელებს პროექტს „შრომის პირობებისა და შრომის უსაფრთხოების მექანიზმების დანერგვის ხელშეწყობა.“

პროექტით გათვალისწინებულია ახლადშექმნილი შრომის ინსპექციის სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესწავლა და მისი აქტივობების მონიტორინგი, მათ შორის, სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით. მონიტორინგის შედეგები გამოყენებული იქნება ანგარიშის დოკუმენტში, რომელმაც უნდა მოიცვას შრომის ინსპექციის საქმიანობისა და სტრუქტურის შეფასება, როგორც მიმდინარე პრაქტიკის, ისე ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ჭრილში და სხვა ქვეყნების პრაქტიკასთან მიმართებაში.

გარდა კვლევითი კომპონენტისა, პროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა საწარმოში დასაქმებულთა, ჟურნალისტების, ახალგაზრდა აქტივისტებისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებისათვის  შრომითი უფლებებისა და შრომითი უსაფრთხოების, ასევე შრომის ინსპექციის დანიშნულების კუთხით, ტრენინგების ჩატარება. პროექტის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა ტიპის ვორკშოპები და ფოტოგამოფენა.

პროექტი ხორციელდება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ მიერ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)  დაფინანსებით.