Library Thumbnail Image

ბიუჯეტი: 186.920.00 GEL

ხანგრძლივობა: 2015 წელი

2015 წლის სექტემბრიდან, “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” დაიწყო მუშაობა პროექტზე - „EMC-ის მიერ, ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომის გაძლიერება ორგანიზაციის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ადვოკატირების ხელშეწყობის გზით.“ პროექტი სქესობრივი განათლების შვედური ასოციაციის (RFSU) მხარდაჭერით ხორციელდება.

ლგბტ თემი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ სოციალურ ჯგუფს ჩვენს რეალობაში, რომლის წარმომადგენლები ყოველდღიურად განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, დისკრიმინაციასა და შევიწროებას. ლგბტ პირების უფლებების დაცვის მიზნით, სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა კი არაეფექტურია და არ ასახავს არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად. კვლავაც განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი ორგანოების მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების არაეფექტური გამოძიება და პრევენცია.

პროექტის მიზანია ლგბტ თემისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი უფლებრივი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, EMC განახორციელებს შემდეგ აქტივობებს:

  • მთავრობის მიერ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ლგბტ პირთა უფლებების ეფექტური დაცვის ხელშეწყობის მიზნით, ყოვლისმომცველი და ადეკვატური ვალდებულებების გათვალისწინების ადვოკატირება;
  • ჰომოფობიური და ტრანსფობიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან ეფექტური ბრძოლის მიზნით, სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური სტრატეგიის დოკუმენტების პროექტ(ებ)ის მომზადება;
  • გადაწყვეტილების მიმღები პირების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა ლგბტ პირებისთვის ძალადობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს მნიშვნელობის საკითხებზე;
  • ორგანიზაციის ინსტიტუციური და თეორიული, მათ შორის, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების საკითხებში ცოდნის გაძლიერების ხელშეწყობა.

პროექტის განხორციელების პროცესში, EMC აქტიურად ითანამშრომლებს აღნიშნულ თემებზე მომუშავებ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან.