“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტის პოზიციაზე.

იურისტი იმუშავებს EMC-ის სოციალური პოლიტიკის პროგრამაში და მისი ძირითადი საქმიანობის სფეროებია:

  • შრომის პოლიტიკა და შრომითი უფლებები;
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკა;

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
  • კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
  • სამიზნე სოციალური ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით საველე გასვლებში მონაწილეობა;
  • პროგრამის ბენეფიციარებთან პერიოდული შეხვედრების, ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება;
  • ოფიციალურ სამუშაო შეხვედრებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროექტების მართვა - პროექტული აქტივობების დაგეგმვა; თემატურ სტრატეგიებზე მუშაობა;
  • ახალი პროექტის იდეის და კონცეფციაზე მუშაობა;
  • დონორებთან, პარტნიორებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო პროცესიის კოორდინირება;
  • პროექტული ანგარიშების მომზადება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართლის ან საჯარო სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია მკვლევარის ან/და ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება);
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას სოციალური უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის პროცესებზე.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 26 მაისი.  არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/