2018 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება პროექტი - „ქმედუნარიანობის ინსტიტუტის განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელსაც ორგანიზაციები - „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ (PHR), „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია“ (GASW) და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ (GIP – Tbilisi) - ღია საზოგადოების ფონდების (OSF) მხარდაჭერით ახორციელებენ. პროექტის მთავარი მიზანია ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, განსაკუთრებით, გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერის მიმართულებით. პროექტი ასევე ერთ-ერთ მიზნად ისახავს ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა გაძლიერებას, მათ შორის, დასაქმების გზით.

პროექტის მიზნების მიღწევისათვის ცხადდება კონკურსი 2 პრაქტიკანტის თანამდებობაზე.

ვაკანსიაზე განცხადების შემოტანა შეუძლია ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რომელიც:

  • ცხოვრობს საქართველოში;
  • არის 18-30 წლის;
  • არის მიზანდასახული და აქვს ჯგუფში მუშაობის სურვილი.

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულო არ არის სამუშაო გამოცდილება.

პროექტის პრაქტიკანტი მონაწილეობას მიიღებს:

  • სამუშაო შეხვედრებში, დისკუსიებში, თემატურ ტრენინგებში, რეგიონულ ვიზიტებში, რომელიც მიეძღვნება ქმედუნარიანობის საკითხებს და ამ ღონისძიებების ფარგლებში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წინაშე არსებული პრობლემების წარმოჩენაში;
  • პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში;
  • ტრენინგ-მოდულების შემუშავების პროცესში;
  • ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის კვლევის პროცესში;
  • პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში ფსიქოსოციალური და ინტელექტუალური ნიშნით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობის ხელშეწყობაში.

პროექტის გუნდი პრაქტიკანტებისთვის მოიძიებს ორგანიზაციას, სადაც ისინი იმუშავებენ. ორგანიზაცია პრაქტიკანტებს მხარს დაუჭერს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. შერჩეული ორი პრაქტიკანტის ზუსტ მოვალეობათა განსაზღვრისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი სურვილი.

ანაზღაურება: ყოველთვიური ჰონორარი შეადგენს 447.6 აშშ დოლარს, გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით ლარში, რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს. პროექტი დაფარავს პრაქტიკანტის მუშაობისათვის აუცილებელ ხარჯებს.

სამუშაოს ხანგრძლივობა: სამუშაო გაგრძელდება 2019 წლის მარტიდან 2020 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია, კანდიდატმა წარმოადგინოს სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 500 სიტყვა), რომელშიც იგი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • ინფორმაცია კანდიდატის, მისი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა და უნარების შესახებ;
  • ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ სურს კანდიდატს პროექტში დასაქმება (მაგალითად, რა დაბრკოლებები არსებობს მისი და მისი თემის წარმომადგენლების წინაშე და აქ დასაქმებით როგორ წარმოუდგენია ამ პრობლემების გადაჭრის ხელშეწყობა);
  • ინფორმაცია ნებისმიერი სპეციალური მოთხოვნის/საჭიროების შესახებ, რომელიც მხედველობაში უნდა იყოს მიღებული კანდიდატის პროექტში დასაქმების შემთხვევაში.

სურვილის შემთხვევაში, კანდიდატს შეუძლია წერილობითი დოკუმენტის ნაცვლად წარმოადგინოს ვიდეოჩანაწერი (მაქსიმუმ 4 წუთი ხანგრძლივობის).

კანდიდატებმა წერილობითი დოკუმენტი ან ვიდეო უნდა მოგვაწოდონ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]  ან გამოგვიგზავნონ ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: თბილისი, ირ. აბაშიძის ქ. 12ბ.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 3 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/

პროექტი ხორციელდება  - ღია საზოგადოების ფონდების (OSF) ფინანსური მხარდაჭერით.