“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას ფონდების მოძიების სპეციალისტის პოზიციაზე.

ფონდების მოძიების მენეჯერის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს: ფინანსური რესურსების მობილიზების კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა,, საპროექტო იდეებსა და განაცხადებაზე მუშაობა, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციის სტრატეგიის აღსრულება;  ასევე, ორგანიზაციისა და შესაბამისი პროგრამების მხარდაჭერა დონორ ორგანიზაციებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან ან/და პოტენციურ პარტნიორებთან ეფექტიან კომუნიკაციაში.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • ორგანიზაციის ინსტიტუციური გაძლიერებისა და პროგრამული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით ფინანსური რესურსების მობილიზაცია;
  • საგრანტო კონკურსების მუდმივი მონიტორინგი და დონორების მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • საპროექტო განაცხადების მომზადება და წარდგენა პროგრამის დირექტორებთან, ფინანსურ მენეჯერსა და პროექტების კოორდინატორებთან აქტიური თანამშრომლობით;
  • ორგანიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება;
  • დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ეფექტიანი, პროაქტიული და თანამშრომლობითი კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ამ მიზნით, მათთან პერიოდული შეხვედრების ორგანიზება, ინფორმაციის გაზიარება, ასევე სამომავლო თანამშრომლობის ფორმატების იდენტიფიცირება;
  • ორგანიზაციის მიმდინარე პროექტის მართვაში, დონორ ორგანიზაციებთან კომუნიკაციასა და ანგარიშგების პროცესში პროექტის გუნდის მხარდაჭერა;
  • თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი პროგრამების და რესურსების მოძიება;
  • ორგანიზაციის მიმდინარე და დასრულებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების უზრუნველყოფა;
  • ორგანიზაციის მიერ დაგეგმილი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ადვოკატირების პროცესების, ასევე ღონისძიებების მხარდაჭერა მისი საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის გზით;

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • უმაღლესი განათლება საჯარო ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ბიზნესის მართვის და სხვა რელევანტურ დარგებში;
  • ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა და ორივე ენაზე აკადემიური წერის სრულყოფილი უნარები;
  • მინიმუმ, 1-წლიანი გამოცდილება ფონდების მოძიების, მენეჯმენტის და სხვა რელევანტური საქმიანობის მიმართულებით;
  • თანამშრომლებთან აქტიური და ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებელი და პროაქტიული მუშაობის უნარი, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - ფონდების მოძიების სპეციალისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 26 ოქტომბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/