ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას - კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე. 

კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქცია და მოვალეობები:
- ორგანიზაციის კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
- ორგანიზაციის სოციალური მედიის გვერდების მართვა /ანალიზი (Facebook, Twitter, Linkedin);
- ვებგვერდის მართვა და ანალიზი;
- ღონისძიებების მენეჯმენტი (პრესკონფერენცია, კონფერენციები, პრეზენტაცია, ფორუმები და სხვა);
- მედიასთან ურთიერთობა და მედია სტრატეგიის შემუშავება;
- მედიამონიტორინგი;
- კრიზისული პიარის მენეჯმენტი;
- კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა/კონტენტის ვიზუალიზაცია;
- ორგანიზაციის კვარტალური საქმიანობის გამოცემის აწყობა;
- ვებკონტენტის ტექსტების რედაქტირება;
- პროექტებით გათვალისიწინებული კამპანიების დაგეგმვა/აქტივობების განხორციელება;
- მასალების (ფლაერები, ბროშურები, ინფოგრაფიკები) შინაარსობრივ ნაწილზე მუშაობა და დიზაინერთან - ერთად მისი ვიზუალის მომზადების უზრუნველყოფა;
- პუბლიკაციების და სხვა საკომუნიკაციო მასალების ბეჭდვა და სტამბასთან ურთიერთობა. 

მოთხოვნები:
-  უმაღლესი განათლება საზოგადოებასთან ურთიერთობის, მარკეტინგის ან ჟურნალისტიკის (ან მათთან დაკავშირებული რელევანტური) მიმართულებით;
- მედია საშუალებებთან კომუნიკაციის და თანამშრომლობის გამოცდილება;
- სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
- ინგლისური ენის ცოდნა.

უნარები:
-  სასურველია გრაფიკული პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და კომუნიკაბელურობა;
- შემოქმედებითობა;
- განვითარებაზე ორიენტირებულობა და მიზანდასახულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.

გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურებადი)

 

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

** შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - კომუნიკაციების მენეჯერი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 16 სექტემბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/