“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას კონსტიტუციური სამართლის ან/და ადამიანის უფლებათა სამართლის იურისტის პოზიციაზე.

იურისტი იმუშავებს EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში და მისი საქმიანობის ძირითადი სფერო იქნება სასამართლო სისტემა.

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • სასამართლო რეფორმის საკითხებზე მუშაობა, ანალიტიკური დოკუმენტების, სამართლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
  • კვლევითი სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება, კვლევის მიზნებისათვის საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა და ანალიზი;
  • სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • მედიასთან კომუნიკაცია;
  • პროექტების მართვა, პროექტული აქტივობების დაგეგმვა, თემატურ სტრატეგიებზე მუშაობა;
  • ახალი პროექტის იდეებსა და კონცეფციებზე მუშაობა;
  • დონორებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან და საერთაშორისო წარმომადგენლობებთან კომუნიკაცია;
  • პროექტში ჩართული თანამშრომლების სამუშაო პროცესიის კოორდინირება;
  • პროექტული ანგარიშების მომზადება;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კონსტიტუციური სამართლის ან/და ადამიანის უფლებათა სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება (სასურველია პროექტების/პროცესების კოორდინირების გამოცდილება)
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მდგომარეობასა და ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმის პროცესებზე.

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ კონსტიტუციური სამართლის იურისტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე.

EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის ჩამოთვლილ ეტაპებს.

მოთხოვნილი დოკუმენტების გამოგზავნის ბოლო ვადაა  30 აგვისტო;  არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

 

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/