ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს სტაჟირებას EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში.

შერჩეულ კანდიდატს შესაძლებლობა ეძლევა შეუერთდეს მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის გუნდს, ჩაერთოს მნიშვნელოვან ინსტიტუციურ რეფორმებზე მუშაობის და მონიტორინგის პროცესში. EMC-ის გუნდთან სტაჟიორი მოამზადებს სამართლებრივ შეფასებებს, კვლევებსა და მონიტორინგის ანგარიშებს.

მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის მიზანია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, სამართლიანი და მაღალი სოციალური მგრძნობელობის მქონე მართლმსაჯულების სისტემების შექმნის ხელშეწყობა, რომელსაც გააჩნია დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების მყარი ინსტიტუციური საფუძვლები და თავისუფალია პოლიტიკური და სხვა ძალაუფლებრივი გავლენებისგან. მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამა მუშაობს იმ სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებაზე, რომელთა პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება, ჭარბი ძალაუფლების კონცენტრაცია და სოციალური კონტროლის ბერკეტების არსებობა, საფრთხეს უქმნის თავისუფალი, თანასწორი, სამართლიანი და ღირსეული გარემოს არსებობას. პროგრამის საქმიანობის მიმართულებებს შორის არის სასამართლო სისტემა, სამართალდამცავი ორგანოები, უსაფრთხოების სექტორი, ნარკოპოლიტიკა.

სტაჟიორის ძირითადი მოვალეობები:

  • სახელმწიფო უწყებების საქმიანობის მონიტორინგის პროცესებში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი აქტების, პოლიტიკის დოკუმენტების, საჯარო ინფორმაციის ანალიზი;
  • იდენტიფიცირებულ სამართლებრივ პრობლემებზე/უფლებადარღვევის შემთხვევებზე ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო ინსტრუმენტებზე დაყრდნობით სამართლებრივი ანალიზის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
  • სამართლებრივი კვლევისა და ანალიტიკური დოკუმენტების მომზადების პროცესში მონაწილეობა;

მოთხოვნები

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • სასურველია სამეცნიერო კონფერენციებში, იმიტირებულ პროცესებში და სემინარებში/ტრენინგებში მონაწილების გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

ჰონორარი: 200 ლარი

სტაჟირების პერიოდი: 3 თვე

განაცხადის წარდგენის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა  2018 წლის 11 მაისამდე უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა დოკუმენტი, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ შესაბამის ველში მიუთითოთ ‘EMC_სტაჟირება’. 

  • რეზიუმე (СV); 
  • მოტივაციის წერილი;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
  • ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის აკადემიური ცოდნა ან/და სამუშაო უნარ-ჩვევები.

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

EMC გასაუბრების მიზნით მხოლოდ იმ კანდიდატებს დაუკავშირდება, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ ეტაპს.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩა #12ბ,

(032) 2  23 37 06
[email protected]

www.emc.org.ge

https://www.facebook.com/RIGHTSEMC