ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აცხადებს ვაკანსიას რეგიონებში მომუშავე მკვლევარი-კორესპონდენტის პოზიციაზე.

მკვლევარი-კორესპონდენტი აჭარასა და ქვემო ქართლის რეგიონებში მოქმედ პროექტში იმუშავებს, რომლის მიზანია არადომინანტი რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების უფლებების დაცვისა და მათი პოლიტიკური და სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა. პროექტის ფარგლებში მკვლევარი-კორესპონდენტი იმუშავებს აღნიშნულ რეგიონებში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური, სოციალური და კულტურული გარიყულობის პრობლემატიკაზე და მოამზადებს ანალიტიკურ მედია მასალას. მასალა EMC-ის ოფიციალურ პლატფორმებსა და სხვა მედია საშუალებების გამოყენების გზით გავრცელდება. რეგიონებში მკვლევარი-კორესპონდენტის ყოფნასა და მუშაობას ლოჯისტიკურად EMC უზრუნველყოფს.

მკვლევარი კორესპონდენტის ძირითადი საქმიანობა იქნება:

  • აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონებში რეგულარული საველე სამუშაოებისა და მოკვლევის ჩატარება ადგილობრივი თემების სოციალური და პოლიტიკური გამოწვევების, წუხილების, საჭიროებების იდენტიფიცირებისა და სახელმწიფო პოლიტიკის შეფასების მიზნით;
  • გამოვლენილ პრობლემატიკაზე, რომელიც ასევე შეთანხმდება პროექტის გუნდთან და ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერთან, მედია პროდუქტების (მათ შორის, სტატიების, ინტერვიუების, მცირე მიმოხილვების, ბლოგების) შექმნა;
  • რეგიონებთან კავშირში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების მიზნით, მათი საქმიანობის მონიტორინგი, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა, საჭიროების შემთხვევაში საჯარო განხილვებზე დასწრება და ინფორმაციის შეგროვება.
  • რეგიონებში არსებულ პრობლემატიკაზე მედია საშუალებების ინტერესის გაძლიერების მიზნით ორგანიზაციის კომუნიკაციების მენეჯერთან ერთად მუშაობის სტრატეგიის და გეგმის შემუშავება და მის განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ადგილობრივ მედიასთან, აქტივისტებთან, თემის ლიდერებთან და სხვა აქტორებთან კომუნიკაციის გაძლიერება;
  • მუშაობის პროცესში იდენტიფიცირებულ პრობლემატიკაზე ინფორმაციის რეგულარული გაზიარება პროექტის გუნდთან;
  • ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა რეგიონში მომუშავე პროექტის იურისტთან ერთად;
  • რეგიონებში ორგანიზაციის საქმიანობის და ხილვადობის გაძლიერების მიზნით იდეებისა და ხედვების გაზიარება და დაგეგმვით სამუშაოებში მონაწილეობა.
  • პროგრამის დირექტორისა და კოორდინატორის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია  საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების, ჟურნალისტიკის ან/და სხვა მასთან დაკავშირებული მიმართულებით;
  • კვლევითი ან/და ჟურნალისტური მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
  • ანალიტიკური სტატიების წერის გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის კარგი დისციპლინა, პროაქტიულობა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ადგილზე ეთნიკური/რელიგიური უმცირესობების თემთან მუშაობის ენთუზიაზმი და ინტერესი; 

სასურველია კანდიდატს ასევე გააჩნდეს ვიდეო გადაღებისა და მულტიმედია მასალის მომზადების ცოდნა და შესაძლებლობები.

 განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი  განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  • მომზადებული ნაშრომის ტექსტი (სტატია, ბლოგი, კვლევა ან სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected];  გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - მკვლევარი-კორესპონდენტი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 14 ნოემბერი 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/