“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)” აცხადებს ვაკანსიას იურისტი-ანალიტიკოსის პოზიციაზე.

პროექტის კოორდინატორი იმუშავებს EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამაში და მისი საქმიანობის სფეროები იქნება:

  • სამართალდამცავი ორგანოები;
  • უსაფრთხოების სექტორი;
  • ნარკოპოლიტიკა;
  • სისხლის სამართლის მართლმსაჯულება;

ძირითადი მოვალეობების აღწერა:

  • პროგრამის საქმიანობის სფეროებთან დაკავშირებულ თემებზე ანგარიშების და კვლევების მომზადება, სამართლებრივი და ინსტიტუციური რეფორმების კრიტიკული ანალიზი;
  • საუკეთესო პრაქტიკისა და სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლა, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში განვითარებული სტანდარტების კვლევა;
  • ანალიტიკური დოკუმენტების, სამათლებრივი დასკვნებისა და რეფორმის კონცეფციების მომზადება;
  • მიმდინარე პროექტების კოორდინირება, ღონისძიებების დაგეგმვა, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია;
  • სამუშაო შეხვედრებსა და საჯარო ღონისძიებებში ორგანიზაციის სახელით მონაწილეობა;
  • სხვა დავალებების შესრულება, რაც არსებითად დაკავშირებულია პროგრამის საქმიანობის სფეროსთან.

მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კონსტიტუციური სამართლის, ადამიანის უფლებათა სამართლის ან სისხლის სამართლის მიმართულებით);
  • პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
  • შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვისა და შესრულების, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

სასურველია კანდიდატი ფლობდეს ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებში და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ორგანიზაცია ასევე მხედველობაში მიიღებს კანდიდატის მიერ პროგრამის თემატიკასთან დაკავშირებით მომზადებულ ნაშრომებს, სტატიას, კვლევას ან სხვა პუბლიკაციას.

ანაზღაურება:  2040 ლარი (დარიცხული)

განაცხადების შემოტანისა და განხილვის პროცესი:

დაინტერესებულმა პირებმა დადგენილ ვადაში უნდა წარმოადგინონ ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:

  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე:[email protected]

გთხოვთ, იმეილის subject ველში მიუთითოთ - იურისტი-ანალიტიკოსი.

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის შედეგად, წარმოდგენილი დოკუმენტაციის, გასაუბრებისა და წერილობითი დავალების შესრულების საფუძველზე. EMC დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, რომლებიც გაივლიან კონკურსის შემდეგ ეტაპებს.

საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 12 სექტემბერი, 18:00 საათი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ:

ტელ: +995 32 2 233 706 

ელ-ფოსტა:[email protected]  

https://www.facebook.com/EMCRIGHTS/